ელ ბარკოს სამზარეულოს კაპიტანი Capitan of El Barco's kitchen

ელ ბარკოს საოცარი შეფ-მზარეული ვახტანგ ცანავა 18 წლის ასაკიდან დაეუფლა ქართული და ევროპული სამზარეულოს მადის აღმძვრელი კერძების ხელოვნებას. მაშინ უკრაინაში ცხოვრობდა და რამდენიმე რესტორნის, მათ შორის რესტორანი მონტანოს სამზარეულოს საიდუმლოებებს გაეცნო. საქართველოში დაბრუნებისთანავე თბილისში რესტორან ორგანიკაში , შემდეგ კი  დაბა ბაკურიანში მუშაობდა. 7 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ოსტატი მშობლიურ ქალაქში, საკუთარ ოჯახში დაბრუნდა და თან ელ ბარკოს სამზარეულოს ბატონობს.  

ახალი გახსნილი რესტორნისათვის ყველაზე დიდი სტიმულია, როდესაც კმაყოფილი სტუმრები მზარეულთან ფოტოს გადაღებას ითხოვენ და მომდევნო დღისთვის მაგიდას ჯავშნიან.

Comments

Popular Posts