,,ოსერშე" მეგრულ ეზოში
2 ივნისს რესტორანი ელ ბარკო მეგრულ ეზოში მეგრული კერძებით გაგიმასპინძლდებათ ,,ოსერშე"-ზე (მეგრ. ვახშამი). სტუმრებს სუფრას გაუშლიან რესტორან ,,ელ ბარკოს" შეფ მზარეული ვახტანგ ცანავა და არაჩვეულებრივი კულინარი მაია კალანდია.
სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ თავად მომაზადონ გებჟალია, მეგრული აჯიკა, შეკაზმონ კუჭმაჭი და კაჭაბე. ასევე სუფრას დაამშვენებს ელარჯი, სულუგუნი, ჩინჩოლია, ხარჩო და სხვა კერძები.
ოჯალეშის დაგემოვნების შემდეგ, მეგრული მუსიკალური ინსტრუმენტების აჟღერება და ხალხური სიმღერები სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით.
ბილეთის ღირებულება 100 ლარი.
სტუმრების რაოდენობა 20 ადამიანი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
555 19 97 98
barco.zugdidi@gmail.com
Comments
Post a Comment